მოუსმინე, როგორ გვესაუბრება ყველაფერი

ამ წიგნთან ერთად თქვენ იმოგზაურებთ არაჩვეულებრივ, სხვა სამყაროებში! თქვენ დატკბებით ბრწყინვალე სურათების ცქერით, სადაც აღბეჭდილი იქნება შემოქმედის აღმაფრთოვანებელი ხელოვნება და რომელთა ჭვრეტაც შეუძლებელია ოდესმე მოგბეზრდეთ! ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ყველაფერი სრულიად ახლებურად წარსდგება თქვენს წინაშე! თქვენ სულ სხვაგვარი დამოკიდებულება გაგიჩნდებათ მზისა და წყლის მიმართ. მიწა, რომელზედაც თქვენ დადიხართ, ხეები, რომლებიც თქვენს ზემოთ შრიალებენ და თავიანთ ჩრდილში გახვევენ, სრულიად განსხვავებულად მოგეჩვენებათ. ცაში მონავარდე ჩიტში, მწერსა და ზღვაში მოლივლივე თევზში, რომლებიც თავიანთი საქმით არიან დაკავებული, თქვენ დაინახავთ ღვთიური სასწაულის გამოვლინებას...
წიგნის ელექტრონული ვერსია (PDF), შეგიძლიათ უფასოთ გადმოწეროთ ბმულიდან…


ჩვენი ორგანოები საუბრობენ, გესმით?

ჩვენს ყველა ორგანოს გააჩნია საკუთარი უნიკალური სასწაულებრივი ენა და მეხსიერება. ყველა მათგანმა კარგად იცის, რისი გაკეთება მოეთხოვებათ და ასევე ძალიან კარგად ესმით, თუ ჩვენ მათი საშუალებით რას ვაკეთებთ. თანაც ისე ძალიან კარგად, რომ დეტალურად შეუძლიათ ისაუბრონ მთლიანი სამყაროს შემქმნელი ღმერთის წინაშე… ჩვენ ამ ცხოვრებაში ყოფნისას უნდა გვესმოდეს ჩვენი სხეულისა და ჩვენს სამსახურში მყოფი ორგანოების ენა და უნდა ვიგებდეთ მათ საუბარს. თუ მათ მოსმენას შემდეგი ცხოვრებისთვის გადავდებთ, ძალიან გვიანი შეიძლება იყოს, არა? მოდით! ყური დავუგდოთ ჩვენი ორგანოების საუბარს. ვნახოთ რას გვეტყვიან! რა საიდუმლოს გაგვიმხელენ! ჩუ, ჩუმად იყავით! გესმით? ნახეთ როგორ საუბრობენ?! წიგნის ელექტრონული ვერსია (PDF), შეგიძლიათ უფასოთ გადმოწეროთ ბმულიდან…