სკოლამდელი აღსაზრდელთათვის ფასეულობათა სწავლება და აქტივობათა ნიმუშები

თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური ვალია გადავცეთ და ავუხსნათ საზოგადოების ნებისმიერ ფენას უკეთილშობილესი მუჰამმედ შუამავლის პრაკტიკაში გატარებული წმინდა ყურანისეული მორალი და ფასეულობები. ვინაიდან დღეს, როცა სულიერი ფასეულობები თანდათან დაიკარგა და საზოგადოება მატერიალური მოთხვნილებების მორჩილად იქცა, გაჭირვებულთა და დავრდომილთა ხმა ძალიან ცოტა ვინმეს თუ ესმის. ათასობით ასეთი ადამიანის დახმარების ძახილი ზეცას აყრუებს და თუკი ძალგვიძს, ვალდებული ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ყველა იმას, ვისაც ასეთ არასახარბიელო ვითარებაში ვხედავთ. თუკი დღეს ყურებს დავიხშობთ და მუჰამმედ შუამავლის მიმდევართ დახმარების ხელს არ გავუწვდით, ხვალ ჩვენი შვილებისა თუ შვილიშვილების დასახმარებლად ვინ გაირჯება, ან ვინ დადგება მათ დასაცავად და ვინ მოუსმენს მათ ძახილს?! თქვენს ხელთ არსებული წიგნი, მომავალი თაობისთვის სწორედ აღნიშნული პრობლემების წინ აღსადგომად გაწვდილი ხელია, რომელიც მათ რწმენას დაიცავს, ღვთისმსახურებას არ დააშორებს და სულიერი სიბნელისგან გადაარჩენს. ეს წიგნი - „სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის ფასეულობათა სწავლება“ აღმზრდელი პედაგოგებისა და მშობლებისთვის საუკეთესო ნაშრომია.