20.5.2019
saat

All Language

გამჩენზე, სამყაროსა და ადამიანზე დაფიქრება

     ყურანი, ადამიანი და სამყარო – ეს, ის სამი ძირითადი კომპონენტია, რომლებზეც  შეიძლება ღრმად დაფიქრდეს პიროვნება და შეიცნოს უზენაესი ალლაჰის ულამაზესი სახელები და მისი ძლევამოსილება.
     უზენაესმა ალლაჰმა, მხოლოდ ადამიანს არგუნა წილად ამის საშუალება, დაფიქრება და შეგრძნება. დაფიქრება,  ერთადერთი და შეუდარებელი საშუალებაა იმისა, რომ ადამიანმა სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწიოს.
     წმინდა ყურანის უამრავი აიათი, რომელიც ჭეშმარიტებისა და ბედნიერების უბადლო წინამძღვარია, სწორედაც რომ დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს. ადამიანის გაჩენასთან დაკავშირებული მოსაზრებები, სამყაროში არსებული წესრიგი და ჰარმონია, უზენაესი ალლაჰის უსაზღვრო ძლიერებას ადასტურებს.  
     უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში, ბრძანებს: …`...ნუთუ არ დაფიქრდებით?“ (#6/50). `...ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგებ დაფიქრდეთ“. (2/ 219, 266.) „ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს?...“. (47/#24, 4/82).


ოსმან ნური თოფბაში

  

ისლამი - უკანასკნელი ღვთაებრივი რელიგია

     ყოვლისშემძლე ალლაჰი, რომელმაც სამყარო დაადამიანები გააჩინა და ჭეშმარიტი გზისსაჩვენებლად რელიგია გამოუგზავნა, ერთადერთია. ამიტომ აუცილებელია ყველაგარდმოვლენილი წიგნისა და შუამავლისავირწმუნოთ, რადგანაც მთელი ისტორიისგანმავლობაში ადამიანები ამას ადასტურებდნენ. უზენაესი ალლაჰის მიერ უკანასკნელ რელიგიადგარდმოვლენილი რწმენა ისლამია. ისლამისჭეშმარიტებას ადასტურებს წმინდა წიგნი ყურანი, კეთილშობილი მუჰამმედის ბ  სიკეთით სავსეცხოვრება და მისი ამაღლებული ზნეობა.
     ყოველივე ამასთან ერთად საჭიროა ყურადღებისგამახვილება შემდეგ გარემოებაზე: ისლამისა დამისი შუამავლის ცხოვრების შესწავლისასაუცილებელია, მოვერიდოთ მასობრივისაინფორმაციო საშუალებებისა და ადამიანებისსუბიექტურ გამონათქვამებს, ვარაუდებსა დადამოკიდებულებებს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, მივმართოთ ძირითად წყაროებს, რომლებიცმეცნიერული სიზუსტითაა დაწერილი, თვითწმინდა ყურანის ახსნა-განმარტებების დროსაც ესწყაროები გამოვიყენოთ და აუცილებელია, უპირატესობა სწორ და ობიექტურ თარგმანსმივანიჭოთ.


დრ. მურათ ყაია

  

76 დიდი ცოდვა

     იმედი გვაქვს, რომ წიგნი, რომელიც დაწვრილებით აღწერს დიდ ცოდვებს, სარგებელს მოიტანს. დაე, ალლაჰმა, თავისი წყალობით, ცოდვებისგან დაგვიფაროს. ყურანში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: `თუ გაემიჯნებით მძიმე ცოდვებს, რაც გეკრძალებათ, მო¬გიტევებთ ჩვენ ცოდვებსა თქვენსას და ღირსეულ შესასვლელში შეგიყვანთ თქვენ! (სურა ნისა, აიათი 31)


იმამი ზაჰაბი

  

მუსლიმთა გამოცდა ფულით

     ადამიანის ფულით გამოცდა მუსლიმ მორწმუნეთა წინაშე მდგარი ერთ-ერთი აქტუალური და გლობალური პრობლემაა. ფულსა და სიმდიდრეზე დახარბებული ადამიანი თავის გამჩენს - ალლაჰსაც კი ივიწყებს და მუდამ მეტი მოგების, უფრო დიდი შემოსავლის ძიებაშია, მუდამ უკეთესი ფუფუნებისა და განცხრომის იდეებითაა დამუხტული.
     ყველა მოკვდავს უნდა ახსოვდეს, რომ უზენაესი ალლაჰის გამოცდა მხოლოდ ერთხელაა, მხოლოდ განკითხვის დღეა მისი სატესტო ადგილი და ამ გამოცდის გადაბარება აღარ შეიძლება. უზენაესი ალლაჰი ყველაზე სამართლიანი, ყველაზე მოწყალე და მიმტევებელია.
     ეს წიგნი სწორედ მათთვისაა დაწერილი, ვინც დღეს მორწმუნის სახელს ატარებს, თუკი წიგნს გულდასმით წავიკითხავთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარიგებებს ვიპოვით, რაც არასდროს დაგვავიწყდება და ყოველდღე დაგვაფიქრებს ამ საკითხზე: „მე გამოსაცდელად ვარ მოვლენილი დედამიწაზე“, „მე ხომ შემოსავალი მაქვს - მმართებს ზექათი გადავიხადო და სხვებს დავეხმარო.“


ოსმან ნური თოფბაში

  

ბედნიერი ეპოქის ადამიანები

     ასრი-საადათი-ბედნიერებისა და სიმშ¬ვიდის ეპოქაა, როდესაც მორწმუნეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს რწმენის ღრმა განცდა. ეს ის დროა, როდესაც მთელი კაცო¬ბრიობისათვის ჭეშმარიტი გზის სახელმძღ¬ვანელო, წმინდა ყურანი იქნა გარდმოვლე¬ნილი. ეს ის პერიოდია, რომელშიც უზენაესი ალლაჰის შუამავალი და მისი თანამიმდევრე¬ბი ცხოვრობდნენ. რომლებმაც მსოფლიოში ისლამი გაავრცელეს და მაღალზნეობრივი საზოგადოება ააშენეს. ეს ხალხი გახდა ადა¬მიანთა საუკეთესო თვისებების, სიკეთისა და მოწიფულობის მაგალითი.


ოსმან ნური თოფბაში

  

შუამავალთა ჯაჭვი - 1

     წმინდა მუჰამმედის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შუამავლობა, მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველა ადრინდელი შუამავალი ერთღმერთიანობას ქადაგებდა, თითოეული შუამავლის ღვთიური მოვალეობა, ადამიანების გაფრთხილება, გულების გამოფხიზლება, ხალხის ღვთისმსახურებისკენ წახალისება და აშკარად ცოდვის ჩამდენთაგან თავის შორს დაჭერისკენ მოწოდება იყო. ყველაფერ ამის შედეგად კი, მონა-მსახურებმა შუამავლების მიერ გადატანილი სიძნელეები უნდა წარმოიდგინონ, რათა მოთმინება ისწავლონ და ღმერთს მოცემული წყალობისთვის მადლობა გადაუხადონ. ჩვენს მიერ შედგენილი ეს ნაწარმოები, შუამავლობის კალენდრის პირველიდან ბოლო ფურცლამდე, ყურანში ნახსენები ყველა შუამავლის, ცხოვრებისეულ სიბრძნესა და საოცრებებს მოიცავს.


ოსმან ნური თოფბაში

  

შუამავალთა ჯაჭვი - 2

     ეს წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელო წიგნის - `შუამავლების ჯაჭვი 1 ის~ გაგრძელებას და შედგენილია იმავე წესებითა და მეთოდებით. მასში მოთხრობილია:შუამავალ მუსაზე, მუსას ღვთისმოსავ ძმა შუამავალ ჰარუნზე, რომელიც მას ყოველთვის ეხმარებოდა, შუამავალ დავუდზე. შუამავალ სულეიმანზე, უზეირზე, შუამავალ ეიუბზე, შუამავალ იუნუსზე, შუამავალ ილიასზე, შუამავალ ელიასზე, შუამავალ ზულქიფლზე, რომელსაც ღმერთი უხვად სწყალობდა. საოცარი რჩევებით ლეგენდადქცეულ, ხილულ და უხილავ დაავადებათა ექიმების უხუცეს - შუამავალ ლოყმანზე, შუამავალ ზექერიაზე, შუამავალ იაჰიაზე და შუამავალ ისაზე (იესო).


ოსმან ნური თოფბაში

  

მორწმუნეთა შორის ურთიერთობები (სურა ჰუჯურათის თეფსირი)

      ნაშრომი ორ ნაწილადაა დაყოფილი.
     ნაწილი პირველი: ამ ნაწილში სურას ზოგადი მიმოხილვაა მოცემული და სურაში მოხსენიებული ზოგიერთი სიტყვებისა და ტერმინების ახსნას ეთმობა ადგილი.
     ნაწილი მეორე: `სურას თეფსირი~ ამ ნაწილშიც, ისევე როგორც პირველ თავში,  თეფსირის სწავლულებს მივმართეთ და აიათები ქვესათაურებად განვმარტეთ.
     პირველ ხუთ აიათში შუამავლის ბ მიმართ ქცევის კულტურა, მისი მიმდევრობა და მისადმი მორჩილების მორწმუნეთა შორის ურთიერთობაში გამოხატულების საკითხებია განხილული.
     6-8 აიათებში ინფორმაციის წყარო და ამ წყაროების სანდოობის დასათაურებაა განხილული. გარდა ამისა, განხილულია შუამავლისგან განსხვავებით სხვების ნება-სურვილებზე აყოლის საფრთხე, ურწმუნოება, დაუმორჩილებლობა, ღალატი და ამბოხი, აგრეთვე უზენაესი ალლაჰის დახმარებით რწმენის განმტკიცება ადამიანთა გულებში.
     9-10 აიათებში კი ზოგადად ურთიერთობებზე, ერთმანეთის მიმართ გამოსახატ ქმედებებზე და მორწმუნეთა სულიერ ძმობაზეა საუბარი.
     11-13 აიათებში კი საუბარია იმაზე, რომ რამდენად ცუდი საქციელია და რამდენად დიდ ზიანს აყენებს სულიერ ძმობას დაცინვა, დამცირება, ცუდი ზედმეტსახელის დარქმევა, სხვის მიმართ ცუდი ფიქრი, სხვისი ნაკლის მოძიება, ჭორაობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აღნიშნულია ისიც, რომ რა სიბრძნეა ჩადებული ადამიანების ერთი მდედრისა და მამრისგან გაჩენაში, შემდეგ კი მათ ტომებად და გვარებად დაყოფაში. აქვეა ლაპარაკი ადამიანების უპირატესობის სახეებზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთი ადამიანი მეორეზე უპირატესი.
     14-18 აიათებში კი ზოგადად მიმოხილულია ისლამი და რწმენა, აღმზრდელობითი საკითხები სოფლებსა და ქალაქებს შორის და მათ შორის არსებული განსხვავებები, ჭეშმარიტი მორწმუნეების თვისებები, ადამიანების უზენაეს ალლაჰსა და შუამავალ მუჰამმედზე ბ მორჩილება, ალლაჰის მიერ ცათა და დედამიწის მომავლის ცოდნა.  ნაშრომში აღნიშნული სურას დასასრულს დასკვნაა განთავსებული.


მ. ერდოღან ბაშ

  

ცხოვრების კრიტერიუმები ისლამში

     მოცემულ ნაშრომში ვეყრდნობით ოთხწლიანი დაკვირვების შედეგად მიღებულ გამოცდილებას, შევეცადეთ ახლოდან გვეჩვენებინა ის პრობლემა, რომელიც ოჯახურ ცხოვრებიდან გამომდინარეობს, მაგალითად: ალკოჰოლის მოხმარება, აზარტულ თამაშები, მევახშეობა, არასამართლებრივ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.


ოქთაი ჩეთინ

  

  1. Page :
  2. |
  3. 1
  4. |
  5. 2
  6. |
  7. 3
  8. |
  9. 4
  10. |
  11. 5
STATISTICS :    Total number of languages : 53    Total number of materials : 1.456    Total number of downloads : 1.199.996      ALL STATISTIC 

Coded by IBB SOFT